ლუკაშენკა გერმანიას მოუწოდებს, წაიყვანოს მიგრანტები
საქართველო, თბილისი - 14:03 | 26.11.2021 ნანახია: 173
ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც პოლონეთის საზღვართან ჩავიდა, გერმანიას, მოუწოდა წაიყვანოს მიგრანტები თავის ქვეყანაში.
„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ოჯახებთან გაერთიანება სურთ, წაიყვანეთ ისინი თქვენთან, ეს გერმანიისთვის დიდი დატვირთვა არ არის, მაგრამ ამას პოლონელები ბლოკავენ“, - განაცხადა ლუკაშენკამ ბელარუს-პოლონეთის საზღვრის გამშვებ პუნქტთან.
მისი თქმით, პოლონეთს თავისი პრობლემებისგან ყურადღების გადატანა სურს. „პოლონეთის ხელისუფლებამ ჭკუა დაკარგა, დაკარგა რეალობის შეგრძნების უნარი. პატივცემულო პოლონელებო, მოიყვანეთ გონზე თქვენი პოლიტიკოსები“, - თქვა ლუკაშენკამ.
მისი თქმით, ბელარუსში, 2-ათასიანი ბანაკის გარდა 5 ათასამდე მიგრანტი იმყოფება.
„აქ სხვადასხვა ადამიანია. მაგრამ თქვენ ერთი საერთო პრობლმა გაქვთ. თქვენ უბდურება დაგატყდთ თავს. დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც თქვენ გსურთ, თუნდაც ეს ცუდი იყოს პოლონელების, ლატვილებისა და სხვებისთვის. ვისაც სახლში დაბრუნება უნდა, დავეხმარებით. მაგრამ ძალას არ დავატანთ. ეს თქვენი უფლებაა“, - დასძინა ლუკაშენკამ.
საზღვარზე კრიზისი 8 ნოემბერს გამწვავდა. რამდენიმე ათასი ადამიანი ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საზღვარს მიაწყდა. ზოგიერთმა მათგანმა პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრა სცადა და გაარღვია ეკლიანი მავთულხლართები. დაპირისპირების შედეგად დაშავდა 20-მდე პოლონელი მესაზღვრე. მიგრანტებს ამ დრომდე პოლონეთის საზღვართან კარვები აქვთ გაშლილი და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
ევროკავშირი მინსკს კრიზისის განზრახ ესკალაციაში ადანაშაულებს. ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში დამნაშავე თავად დასავლეთის ქვეყნებია, რომელთა ქმედებების გამო ადამიანები ომს გაურბიან და ევროპაში მოხვედრას ცდილობენ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ გნაცხადა, რომ მთავრობა მიგრაციული კრიზისის ფონზე მზად არის ბელარუსის მიმართ სანქციები გაამკაცროს, მათ შორის სრულად ჩაკეტოს სასაზღვრო პუნქტები ბელარუსიდან სატვირთო გადაზიდვების შეწყვეტის მიზნით.
ევროკავშირმა მიგრანტების კრიზისის გამო ბელარუსის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი მოამზადა.
პოლიტიკა
- პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან, უმნიშვნელოა - ირაკლი ზარქუა
- 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება
- ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა - კრამონი კობახიძის განცხადებაზე
- მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ქვეყანას - ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდებს ბოლო ზარს ულოცავს
სამართალი
- ბორჯომში ავტოსაგზაო შეთხვევას მე-12 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა
- ჩაქვის გვირაბში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
- "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს კი - მათ შორის 3 "კანონიერ ქურდს" - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
- დააკავეს სოფელ დერცელის სკოლის ყოფილი ბუღალტერი, რომელმაც სკოლის ანგარიშებიდან 142 630 ლარი მიითვისა
ეკონომიკა
- SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება
- საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა - bolozari.bog.ge შექმნა
მსოფლიო
- გერჰარდ შროდერმა "როსნეფტის" დირექტორთა საბჭო დატოვა
- დამცველებმა შეასრულეს ბრძანება, შეენარჩუნებინათ სამხედროებისთვის სიცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა - "აზოვის" მეთაური
- რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა - სერჰი გაიდაი განადგურებული ქალაქის ფოტოებს აქვეყნებს
- ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსს ცხელი სასმელებითა და მარილიანი წყლით ებრძვის
კონფლიქტები
- ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში - გიული ალასანია
- გაგლოევი ემხრობა რუსეთთან გაერთიანებას, თუმცა ბიბილოვს აკრიტიკებს "რეფერენდუმის" დანიშვნის გამო
- სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში - ალან გაგლოევი
- ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ.რეფერენდუმი დაინიშნა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები