საზოგადოებრივმა კომიტეტმა უნდა დაიწყოს მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გათავისუფლების პროცესი - ზაალ უდუმაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:13 | 26.11.2021 ნანახია: 258
ოპოზიციის მთავარი ამოცანა დღეს არის ვადამდელი არჩევნები, რომლისთვისაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა. ამ ბრძოლაში ყველა დასავლური ოპოზიციური პარტია გაერთიანდება, რადგან ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
მისი თქმით, პარალელურ რეჟიმში „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.
„ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბრძოლის ეს ორი ხაზია – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ორივე მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ კომიტეტს, უნდა დაიწყოს აქტიური ბრძოლა იმ მიმართულებით, რომელიც პრიორიტეტული და მთავარია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და ეს არის მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესი. ის დღეს პუტინის პირადი პატიმარია ქართულ ციხეში. ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და ბუნებრივია, ეს უკანონობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ზოგადად, უნდა დავასრულოთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ პოლიტიკური პატიმრების თემა. სწორედ ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ საზოგადოების ყველა ფენას, რომელსაც სურს, ჩაერთოს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
პოლიტიკა
- არავის მივცემთ უფლებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით - ირაკლი ღარიბაშვილი
- ჩვენი პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან - ღარიბაშვილი
- ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი - ღარიბაშვილი
- სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება იყო სირცხვილი, 26 მაისს, როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის სერიოზული პრობლემა - კობახიძე
საზოგადოება
- "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" - ახალი სამოქალაქო ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართა
- მოამზადე ავტომობილი ზაფხულისთვის - მაისის შეთავაზებები "თეგეტა მოტორსში"
- ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელმთავლურ მსახურებაში - ილია მეორე რუსეთის პატრიარქს
- პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს
ეკონომიკა
- საქართველოს ბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Ibis Budget-ი გაიხსნა
- საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა
- PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა
- საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს
მსოფლიო
- აშშ უკრიანისთვის თანამედროვე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების მიწოდებას გეგმავს - CNN
- რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 30 ათასამდე სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი
- რუსეთი სევერდონეცკის დაკავების მცდელობებს აგრძელებს, თუმცა უკრაინა კონტროლის შენარჩუნებას ახერხებს - ბრიტანეთის დაზვერვა
- პუტინი უნდა დავამარცხოთ და არა დავაშოშმინოთ - ლიზ ტრასი
კონფლიქტები
- ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში - გიული ალასანია
- გაგლოევი ემხრობა რუსეთთან გაერთიანებას, თუმცა ბიბილოვს აკრიტიკებს "რეფერენდუმის" დანიშვნის გამო
- სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში - ალან გაგლოევი
- ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ.რეფერენდუმი დაინიშნა
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები