საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:15 | 25.11.2021
ნანახია: 265

საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 804ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 52 987 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 808, „პისიარ“ ტესტით – 20 179.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,06%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 826 714 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 768 559 გამოჯანმრთელდა, 11 736 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 122 856 აცრა, დღიურად აცრილია 9 398.

კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 523 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 148 პირი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე