თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ ბრძოლას, გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი - მიხეილ სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:57 | 25.11.2021 ნანახია: 198
თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან გავრცელებულ მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის სასამართლოში ნულოვანია მისი შანსი, თუმცა მიუხედავად ამისა ის მაინც ითხოვს უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მისცენ და დაასწრონ პროცესებს.
„მიმართვა საქართველოს საზოგადოებას,
დიდი მადლობა ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის. პუტინი, ივანიშვილის ხელით, ყველაფერს იზამს ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციისთვის, ამაში დარწმუნებული ვარ. რომ არა თქვენი მრავალრიცხოვანი აქციები, ნინო ლომჯარიას გამბედაობა და კომპეტენტურობა, რომ არა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვნება ქვეყნის დასავლური ორიენტაციის დაცვის მიმართულებით, რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, არაფერი გამოვიდოდა.
ჩემი მძევლობით, საზოგადოებასთან ურთიერთობის სრულად აკრძალვით, ყველა ჩემი კანონიერი უფლების მიზანმიმართული დარღვევის გზით, მე არ მეძლევა არანაირი შესაძლებლობა, ჩავერთო ქართველი ხალხის გადამწყვეტ ბრძოლაში ბნელი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ივანიშვილის სასამართლოში ნულოვანია ჩემი შანსი, ვიპოვო სამართალი. ივანიშვილს რომ მართლა სურდეს ჩემი გასამართლება სამართლიანობის აღდგენის მოტივით, იგი დათანხმდებოდა ჩემ მიერ შეთავაზებული მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს შესახებ. კვლავ ვიმეორებ ამ შეთავაზებას და ვაცხადებ, რომ მე, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მეშინია თავისუფლად და საჯაროდ წარვდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის თვალწინ დავიცვა ჩემი სიმართლე და გავიმარჯვო.
მიუხედავად ამისა, უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მომცენ და დამასწრონ ჩემს პროცესებს, სადაც დაველაპარაკები ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს.
სავსებით ნათელია, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ქმედითი მეთოდი მასობრივი მშვიდობიანი აქციებია. რაც უფრო გამბედავები და დაუღალავები ვიქნებით, მით უფრო მივუახლოვდებით ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებას, რაც მოიტანს არამხოლოდ ჩემს, არამედ ყველა უკანონოდ დევნილის თავისუფლებას.
რათა გავფანტოთ სუს-ის მიერ ცირკულირებული სპეკულაციები, ასევე მანევრირებისთვის მეტი სივრცე და მთავარ საკითხზე კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც, ერთის მხრივ, გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, მეორეს მხრივ, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.
შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.
შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს.
ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა“, – აღნიშნულია მიმართვაში.
პოლიტიკა
- ნატო რუსეთს საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს - ხავიერ კოლომინა
- კანადა დგას საქართველოს გვერდით - კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი
- არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს - კალიურანდი აგვისტოს ომზე
- მწუხარებით ვიგონებთ აგვისტოს ომში დაღუპულებს, ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია - ბრიტანეთის საელჩო
სამართალი
- ურეკში კრიმინალური პოლიციის მე-2 განყოფილების უფროსი ქვეითს დაეჯახა
- საქართველოს მოქალაქეები არიან, დაჯარიმდებიან 200 ლარით - შსს მარჯანიშვილზე გადაღებულ ვიდეოკადრებზე
- შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა
- კლინიკის დირექტორის მკვლელობის მცდელობისთვის, 80 წლის ექიმი დააკავეს
მსოფლიო
- ამერიკელი მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
- უკრაინის საგარეო უწყებამ 225 დეპუტატს, მათ შორის არახამიას, იასკოსა და გონჩარენკოს, დიპლომატიური პასპორტები გააუუქმა
- ბაიდენი რუსეთს ამერიკელი კალათბურთელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
- რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- პაპუაშვილი, ვოლსკი და ბოჭორიშვილი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
- ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- ის, რაც მოვისმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, "ქართული ოცნების" განცხადებებზე, სერიოზული გაფრთხილებაა, არ მახსენდება ასეთი მწვავე განცხადება - გიგი წერეთელი
- ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა - იაგო ხვიჩია აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები
სპორტი
- რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედს" 7 აგვისტომდე დატოვებს
- საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია 28:19 დაამარცხა
- საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი 82:76 დაამარცხა
- უკრაინის კალათბურთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და უხამსი ჟესტი აჩვენა