რაგბი, როგორც ცხოვრების წესი - 14 წლის ბიჭის ოვალური სამყარო
საქართველო, თბილისი - 17:56 | 24.11.2021 ნანახია: 1683
ზუგდიდში და-ძმასთან დედასთან, მამასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობს. უყვარს სპორტი და გატაცებით ისმენდა ხოლმე ისტორიებს რაგბის კლუბ ,,სოხუმის“ შესახებ, რომელსაც ნათესავი ხშირად უყვებოდა. პატარა ზუკა გაგუამაც ოვალური ბურთის ჯადოსნურობა ირწმუნა და 4 წლის წინ კლუბში თავადაც ჩაეწერა. ახლა 14 წლისაა და ძირითად დროს მეორე ოჯახში - რაგბის კლუბ ,,სოხუმში“ ატარებს.
,,აქ მარტო სავარჯიშოდ არ მოვდივართ. ვხალისობთ, ვერთობით და ხშირად კარგ საქმეებსაც ვაკეთებთ. მაგალითად, ვასუფთავებთ ნაგვისგან ქალაქს. დავდივართ
მდინარეზე, ვაწყობთ პიკნიკს, გასვლითი ღონისძიებები გვაქვს. თავიდან რომ შემოვედი ძალიან ცუდი პირობები იყო. გასახდელი ხის ტოტებისგან იყო მოწყობილი, საშინლად ციოდა. მერე სპონსორი გამოგვიჩნდა და გასახდელის აშენებაში ჩვენც ჩავერთეთ. ახალი ფორმებიც გვაქვს, ინვენტარიც და ყველაფერი რაც გვჭირდება, უფრო კარგად რომ ვითამაშოთ.“
30-მდე მეგობართან ერთად ძირითად ენერგიას და დროს მოედანზე ხარჯავს. მისი მთავარი გატაცება რაგბია, არა მხოლოდ როგორც სპორტის სახეობა, არამედ რაგბი, როგორც ცხოვრების წესი. ჯერ მხოლოდ 14 წლის არის, მაგრამ შრომის და თანადგომის ფასი უკვე კარგად იცის, რაც როგორც ამბობს, კლუბში ისწავლა.
,,რაგბი გვეხმარება, რომ ადამიანებად ჩამოვყალიბდეთ, მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება იმიტომ, რომ რაგბი მასწავლის თუ როგორ უნდა დავიცვათ სუსტები, როგორ უნდა ამოვუდგეთ ჩვენს მეგობრებს მხარში და დავეხმაროთ სხვებს. აქ მარტო კი არ ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ - ცხოვრებას ვსწავლობთ“.
ბედნიერია იმიტომ, რომ სწორედ იქ მოხვდა, სადაც მომავალში საკუთარ თავს ყველაზე კარგად ხედავს. ზუსტად იცის რა უნდა. სწავლობს და შრომობს ძალიან ბევრს იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და ოცნება აიხდინოს. ოცნებებს და მიზნებს ერთმანეთისგან მიჯნავს თუმცა ორივეს რაგბის უკავშირებს.
,,სოხუმში“ თამაში ჩემთვის მოტივაციაა და დიდი პასუხისმგებლობაც. ძალიან მინდა, რომ ყველამ იამაყოს ჩვენი გუნდით. ჩემი ოცნებაა, რომ რაგბი ვითამაშო სოხუმში. ჩემი მიზანი კი დიდი რაგბის საფრანგეთში თამაშია. ამისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობ, ვშრომობ და ამის გარდა ბევრს ვმეცადინეობ. ვიცი, რომ ოცნებას ავიხდენ და მიზანს მივაღწევ“.
რაგბის კლუბი ,,სოხუმი“ 2016 წელს დაარსდა. ვარჯიში, ფორმა, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ - 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობს. 2021 წლის აგვისტოდან „სოხუმის“ სპონსორი „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გახდა, რომელიც კლუბის საჭიროებებზე მთელი წელი იზრუნებს და ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული.

პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















