გლდანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:53 | 18.11.2021
ნანახია: 320

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებული კაცი დაჭრეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

უწყების ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე