გლდანში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

საქართველო, თბილისი - 15:52 | 09.02.2016
ნანახია: 1084

გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ დღეს, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გამგეობა ამ დროისთვის რაიონში სამი შიდა კვარტალური ეზოს მოწყობის სამუშაოებს და ერთი ქუჩის ორმოულის შეკეთებას ახორციელებს. ამასთან, კაპიტალურად მოეწყობა მაისურაძის ქუჩა, სადაც 5 070 კვ.მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი.

გარდა ამისა, რეაბილიტაციის ფარგლებში, ექვსი მწვანე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. ძველი მავთულბადეები შეიცვლება ახლით, დაიგება ხელოვნური მწვანე საფარი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე