ერდოღანი დასავლეთის ქვეყნების ელჩებს აღარ გააძევებს
საქართველო, თბილისი - 12:39 | 26.10.2021 ნანახია: 858 
                  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა გააუქმა თავისი გადაწყვეტილება ქვეყნიდან ათი სახელმწიფოს ელჩების გაძევების შესახებ, რომლებმაც ანკარას უფლებადამცველ ოსმან კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. იუწყება Al Jazeera.
ტელეარხის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ კონფლიქტი ამოიწურა მას შემდეგ, რაც დიპლომატებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც პირობა დადეს, რომ დაიცავენ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს. აღნიშნული მუხლი დიპლომატებისგან მოითხოვს არ ჩაერიონ იმ ქვეყნების საშინაო საქმეებში, სადაც ელჩებად მუშაობენ.
ერდოღანის თქმით, ელჩების ახალი განცხადება ცხადყოფს, რომ მათ თურქეთის მიმართ ცილისწამებაზე უარი თქვეს.
„ამიერიდან, ისინი უფრო ფრთხილები იქნებიან“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
18 ოქტომბერს, გერმანიის, დანიის, კანადის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, აშშ-ის, ფინეთის, საფრანგეთისა და შვედეთის ელჩებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეიცავდა მოწოდებას თურქეთის ხელისუფლებისადმი „დაუყოვნებლივ და სამართლიანად გადაწყვიტიოს კავალას საკითხი“. ელჩები აღნიშნავდნენ, რომ აქტივისტის ხანგრძლივი დაკავება თურქეთს ჩრდილს აყენებს.
ამის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩები დაიბარა და დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენიის დაცვის აუცილებლობა შეახსენა. შემდეგ კი ამას მოჰყვა ერდოღანის გადაწყვეტილება ელჩების ნონ გრატად გამოცხადებისა და ქვეყნიდან მათი გაძევების შესახებ.
ოსმან კავალა ცნობილი თურქი უფლებადამცველია, რომელიც პარიზში ცხოვრობს. მას ბრალად ედებოდა ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან კავშირი 2013 წელს სტამბოლის გეზის პარკში საპროტეტსო აქციების საქმეზე. 2020 წლის თებერვალში თურქეთის სასამართლომ კავალა გაამართლა, მაგრამ სტამბოლის პროკურატურამ იმავე დღეს მის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა. კავალას ამჯერად 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მონაწილეობაში დასდეს ბრალი.
პოლიტიკა
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
- რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა - Reuters
- კობახიძის განცხადება განათლების ახალ რეფორმაზე, 2024 წლის 28 ნოემბრის ანტიევროპულ განცხადებას უტოლდება, ამ ჯერზე ევროპულ განათლების სისტემისგან გვთიშავს - სალომე ზურაბიშვილი
- თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს მაღალი დონის განათლება - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა
- საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დემონსტრანტები დაშინებისა და დასჯის გზით გააჩუმოს - Amnesty International
- Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
- ლანა ღოღობერიძეს 97 წელი შეუსრულდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
- MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართა
- „ვოლვო ქარ საქართველომ“ Terminal Towers-ში ინოვაციური ბრენდული სივრცე შექმნა
- თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















