უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის გაფართოვების მომდევნო ტალღაში მოყვებიან - დმიტრო კულება

საქართველო, თბილისი - 19:17 | 22.10.2021
ნანახია: 564

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნები - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის გაფართოვების მომდევნო ტალღაში მოყვებიან.

„ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ევროკავშირის გაფართოვების მომდევნო ტალღაში მოყვებიან“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა და მოლდოვა „ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან“.“ჩვენ გვაერთიანებს საერთო რეალობა და საერთო სამომავლო ამბიციები. განსაკუთრებული დიალოგის წყალობით, რომელიც პრეზიდენტებს ვლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს შორის ჩამოყალიბდა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ დროის მოკლე შუალედში დიდ პროგრესს ორმხრივ ურთიერთობებში“, - აღნიშნა კულებამ. თანამშრომლობის მაგალითად მინისტრმა დაასახელა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერთიფიკატების ორმხრივი აღიარება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განახლება, „მეგობარ საქართველოსთან ერთად ასოცირებული ტრიოს“ შექმნა.

კიევში მიმდინარე კვირას იმართება ასოცირებული ტრიოს ფორუმი, სადაც მონაწილეობენ მაღალი თანამდებობის პირები, უკრაინელი, ქართველი და მოლოდველი სპეციალისტები ევროინტეგრაციის სფეროში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე