ტრაგედიაა და ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში - ღარიბაშვილი სააკაშვილზე
საქართველო, თბილისი - 12:18 | 22.10.2021 ნანახია: 726
რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო, ეს ტრაგედიაა რეალურად, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება და ვიცით, რომ ეს ადამიანი არ არის ნორმალური, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იხილავს ამ ვიდეოს, როგორ შეიძლება, ამ კაცზე სერიოზული წარმოდგენა დარჩეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას ხობში, ჟურნალისტებთან საუბრისას.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტრაგედიაა და სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა.
„ტრაგედიაა და ჩვენი სირცხვილია, რომ ეს კაცი ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა, ამას თუ მართვა ჰქვია. ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ანადგურებდა ჩვენი ქვეყნის მომავალს, პერსპექტივებს, ტერიტორიებს აბარებდა ოკუპანტებს და ნახეთ, როგორ სამარცხვინოდ შემოიპარა. თქვენ ახსენეთ სხვადასხვა პროდუქტი, არაჟანი და ა.შ. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს სამარცხვინო სიტუაცია იხილა მთელმა მოსახლეობამ. ამას გარდა, აშკარად ჩანს, რომ არ არის ფხიზელ მდგომარეობაში და ლაპარაკობს, ბოდავს რაღაც სპეცსამსახურების მიერ გატაცებაზე, მოტაცებაზე. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში ცხოვრობს ეს ადამიანი. როგორ მდგომარეობაშიც არის ამ ვიდეოში, ასეთ მდგომარეობაში, ასეთ არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება იგი ახლაც და მთელი მისი გუნდი. სხვა შემთხვევაში ასეთი ილუზიები რომ არ ჰქონოდა ადამიანს, როგორ შეიძლებოდა, ელემენტარული გათვლა ვერ გაეკეთებინა, აქ რომ შემოდიოდა ასეთი გზით, ქურდულად შემოიპარა და აღმოჩნდა ციხეში. რა ვქნათ, ეს არის რეალობა, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ და ვუხსნით ჩვენს მოსახლეობას, არის სრული სიმართლე და რა თქმა უნდა, მეორე მხარეს არის ეს არასერიოზულობა და სრულიად გაუგონარი ამბავი. წარმოიდგინეთ, ყოფილი პრეზიდენტი, კაცი იყო ჩვენი ქვეყნის სახე, 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა და ასე არასერიოზულად მოიქცა კიდევ ერთხელ და დაამთავრა არასერიოზულად. რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ამომრჩეველს პირველ ოქტომბერს, როცა თავისი ფეხით შევიდა ციხეში. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ გვაქვს რეალური შანსი ახლა, რომ საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან ეს არასტაბილურობის, დესტაბილიზაციის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში და იქნებიან დიდხანს, იმიტომ რომ მათი სასჯელი ამას ითვალისწინებს და ამის შემდეგ მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწოდა, 30 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე და არავინ დარჩეს სახლში.
„ძალიან გთხოვთ ყველას, არავინ დავრჩეთ სახლში, რომ ამ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არ მივცეთ სალაპარაკო. არავითარი საბაბი არ უნდა მივცეთ მათ იმისა, რომ ძლიერად ვერ მოიგოს ამა თუ იმ კანდიდატმა. 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი მოიგებს დიდი უპირატესობით, ჩვენი ბრძენი მოსახლეობის გადაწყვეტილებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
- ალბათ მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას - მეუფე ისაია პატიმრების შეწყალებაზე
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 142-ე პატრიარქს აირჩევს
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















