საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 22.10.2021
ნანახია: 83

საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 507 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 960 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 008, „პისიარ“ ტესტით –  17 952.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,32%, ბოლო 14 დღის – 8,89%, ბოლო შვიდი დღის – 8,99%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 684 337 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  624 688 გამოჯანმრთელდა, 9 657 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა – 1 938 274 აცრა, დღიურად აცრილია – 5 309.

კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 895 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 003 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე