ალეკ ბოლდუინის გასროლილმა ტყვიამ გადასაღებ მოედანზე ოპერატორი იმსხვერპლა, რეჟისორი კი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 10:07 | 22.10.2021
ნანახია: 485

ჰოლივუდის მსახიობ ალეკ ბოლდუინის გასროლილმა ტყვიამ ფილმის გადასაღებ მოედანზე შემთხვევით ოპერატორი იმსხვერპლა, რეჟსორი კი დაჭრა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. BBC-ის ცნობით, გადაღებები ნიუ-მექსიკოს შტატში, ქალაქ სანტა-ფესთან მიმდინარეობდა.

როგორც გამოცემა The Hollywood Reporter-ი იუწყება, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, სადაც ბოლდუინს ფუჭი ტყვიებით უნდა ესროლა. იარაღი გადასაღებ მოედანზე რეკვიზიტად იყო გამოყენებული.  როგორ აღმოჩნდა იარაღში ნამდვილი ტყვიები, გაურკვეველია.

ოპერატორი ქალი, 42 წლის გალინა ჰატჩინი კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 48 წლის რეჟისორ ჯოელ სოუსას მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.

სამართალადამცველები ინციდენტის გამოძიებას უკვე შეუდგნენ, თავად ალეკ ბოლდუინმა ჩვენება მისცა, თუმცა ამ დრომდე ჯერ არავინ დაუკავებიათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე