ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 21.10.2021
ნანახია: 657

ბათუმში რამდენიმე საათის წინ დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

50 წლამდე ასაკის მამაკაცი ნარკოლოგიურ ცენტრის წინ დაჭრეს.

ნიღბიანმა პირმა კაცს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე