"ნაცობა" არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს არის დიდი სირცხვილი - მამუკა მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 15:46 | 19.10.2021 ნანახია: 856
"რა თქმა უნდა „ნაცობა" არის ბოროტება, მაგრამ ამავე დროს არის დიდი სირცხვილი. დღეს ჩვენ ვხედავთ მათი „გათეთრების", მათი „გაპრავების" მცდელობას და დაკომპლექსებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცებზე" არ ვილაპარაკოთ. ამას ნურავინ შეეცდება, იმიტომ რომ ეს ხალხი აკონტროლებს მედიასივრცეში საკმაოდ სერიოზულ ნაწილს, თავის დროზე მოპარული და ნაძარცვი ფულებით აფინანსებენ იმ ტყუილებს და „ფეიკებს" და ბინძურ კამპანიას რასაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურობაში", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება და „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში მოსვლა ვერ მობედა ბოიკოტირების მომიზეზებით, ისინი კურდღლებივით დაიმალნენ.
მამუკა მდინარაძე დარბაზში მსხდომი ოპოზიციონერი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეწყდეს ზიზღის და სიძულვილის ენით საუბარი და რომ ადამიანების საკეთილდღეოდ განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე უნდა ისაუბრონ.
„კახა კალაძიდან დაწყებული, „ქართული ოცნების" ყველა კანდიდატი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დეტალურად ლაპარაკობდა იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავს მმართველი გუნდი. ისინი შედიოდნენ ყველა დეტალში, ვინმე გამოხვედით და თქვით რომ ეს კამპანია მომწონს, ეს პოლიტიკა მომწონს, ეს პროექტი არ ვარგოდა, ეს კარგი იყო, ამას ასე ნუ გავაკეთებთ?! პროგრამა დეტალურად წარმოადგინა ყველა კანდიდატმა თავის რაიონში იმასთან დაკავშირებით თუ რას აპირებენ. რომელიმე თქვენგანი შეეკამათეთ რომელიმეს?!. და ეს როგორაა, რომ ცალმხრივად უნდა მოხდეს პოლარიზაციის შემცირება და ამის პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართულ ოცნებას" აკისრია?! მეორე მხრიდან ვიღაცამ დედა უნდა გაგინოს და როგორც კი შენ პასუხს გასცემ უტიფრობააო, ძალადობა და ზიზღის ენააო გიპასუხებენ. ე.ი. მათ უნდა გაგინონ, ზიზღის და სიძულვილის ენით გესაუბრონ, დაგაბრალონ ათასგვარი სიბინძურე და როგორც კი პასუხს გასცემ და უტიფრობას დაარქმევ, შენი სიმართლე და პასუხი ეგრევე არის ზიზღის ენა და კამპანიაა. აღმოჩნდა რომ 3%ით მეტი აიღეს მიხეილ სააკაშვილის გამო, უბრალოდ „მიშისტები" აღმოჩნდნენ. დღეს მოხდა ყველას ლუსტრაცია, საუბარია ლიდერებზე და არ ვისაუბროთ ამაზე?! რეალურად, ამ ქვეყნის საფრთხეზე და საბოტაჟზე არ ვილაპარაკოთ?! და სიმართლეზე გავამარჯვებინოთ ტყუილს და ბოროტებას?! ეს ამბავი არ გამოვა, ვერ დაგვაკომპლექსებთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















