ანკარის პროკურატურამ გიულენთან კავშირის ბრალდებით 123 სამხდრო პირისა და კურსანტის დაკავების ორდერი გასცა

საქართველო, თბილისი - 12:09 | 19.10.2021
ნანახია: 118

ანკარის პროკურატურამ ოპოზიციონერ მქადაგებლის ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 123 სამხდრო მოსამსახურისა და სამხედრო აკადემიის კურსანტის დაკავების ორდერი გასცა. მათ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებათ ბრალი. იუწყება სააგენტო Anadolu.

გავრცელებული ინფორმაციით, 73 სამხედროსა და 50 კურსანტის დაკავების სპეცოპერაცია თურქეთის 18 პროვინციაში მიმდინარეობს.

თურქეთის ხელისუფლება გიულენის ორგანიზაციას 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. თურქეთში ამბოხის შემდეგ დაკავებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი, სამსახურებიდან გათავისუფლებულია 150 ათასზე მეტი საჯარო მოსამსახურე, მათ შორის სამხედროებიც. თავად გიულენი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს გადატრიალების მცდელობას გმობს და ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე