„ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის სურვილი, იყვნენ დღის წესრიგში, ნელ-ნელა უნდა განელდეს - გურამ მაჭარაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:42 | 19.10.2021
ნანახია: 123

„ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რომ იყვნენ დღის წესრიგში, ნელ-ნელა უნდა განელდეს, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას აბსოლუტურად სხვა მიზნები და გამოწვევები აქვს.

„საზოგადოებას ერთსა და იმავე წრეზე სიარული მობეზრდა. დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურის შემდგომ ვითარება დასტაბილურდება. საზოგადოება დამშვიდდება, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გვაქვს პერიოდი, როდესაც ქვეყანას უნდა მივხედოთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი გადაიხედება. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მიხვდა, რომ საჭიროა ნელ-ნელა ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბება მოხდეს და ასეც იქნება 2024 წლისთვის. ჩვენ გვაწუხებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი არის პიროვნება, რომელმაც ისიც კი ვერ გაბედა საქართველოში ოფიციალურად, ღიად და საჯაროდ ჩამოსულიყო. რაც შეეხება შერიგებას, მიხეილ სააკაშვილს თავადაც არ სჯერა იმის, რასაც ამბობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე