არ გვაინტერესებს რუსეთის აზრი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ - დმიტრო კულება

საქართველო, თბილისი - 21:44 | 18.10.2021
ნანახია: 788

არ გვაინტერესებს რუსეთის აზრი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა.

 „რუსეთს არ აქვს ხმის უფლება დისკუსიაში, ალიანსში უკრაინის მომავალი წევრობის თაობაზე“, - განაცხადა კულებამ.

კულებამ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს დმიტრი პესკოვს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება ყველაზე ცუდი სცენარი იქნებოდა. მისი თქმით, ეს სცენარი რუსეთის ეროვნული ინტერესების წითელ ხაზზე გადის და შესაძლოა, ის აიძულოს მიიღოს აქტიური ზომები თავისი უსაფრთხოების დასაცავად.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე