გვაქვს ეკონომიკის აბსოლუტური ზრდა - ნათია თურნავა
საქართველო, თბილისი - 18:45 | 18.10.2021 ნანახია: 604„ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპებით იზრდება, მიმდინარეობს მისი აღდგენის პროცესი, თუმცა უკვე გავცდით წინასწარ განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელსაც და გვაქვს აბსოლუტური ზრდა - ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ 2019 წლის დონეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამავდროულად ელექტროენერგიის მოხმარების მატებასაც ნიშნავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, ეს მომატებული მოხმარება ჩვენივე საკუთარი წყაროებით იფარებოდეს - ადგილობრივი ბიზნესი და მოსახლეობა მოიხმარდეს არა იმპორტირებულ ელექტროენერგიას, არამედ ადგილზე წარმოებულს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქსტატის ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ზრდის ტემპმა 12 პროცენტი შეადგინა, რაც მოსალოდნელზე მაღალია.
ამასთან აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში - 2021 – 2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.
ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად მაღალი გაჯანსაღების ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა 2021 წლისთვის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მოელის.
მოსალოდნელზე პოზიტიური ტენდენციების ფონზე, სარეიტინგო კომპანიებმა: Fitch-მა, S&P-მ და Moody’s-მაც გაზარდეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესაბამისად 7.8%, 7.5% და 7.3%-მდე. სექტემბერში, (ADB) აზიის განვითარების ბანკმაც მნიშვნელოვნად გაზარდა 2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი (3.5 პროცენტიდან) 8.5 პროცენტამდე.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა