ნიკოლოზ ბასილაშვილი „მასტერსის“ ფინალში ითამაშებს

საქართველო, თბილისი - 12:58 | 17.10.2021
ნანახია: 911

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში მან ორ სეტში დაამარხხა ამერიკელი ტეილორ ფრიტცი – 7:6(2), 6:3. მატჩი საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ბრიტანელი კემერონ ნორი იქნება, რომელმაც ასევე ორ სეტში მოუგო ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს. ბასილაშვლი და ნორი პროფესიულ ტურში ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – როტერდამში ჰარდის კორტზე. ბრიტანელმა მაშინ იოლად მოიგო – 6:0, 6:3.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე