N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტროენერგიის აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა - პენიტენციური სამსახური

საქართველო, თბილისი - 18:44 | 14.10.2021
ნანახია: 117

N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.
 
"N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აქვე განმარტავთ, რომ N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6, N 12, N 16) დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე