ვთხოვე სააკაშვილს, მოუწოდოს მომხრეებს, ვიფიქროთ შერიგებასა და მიტევებაზე - მეუფე ნიკოლოზი

საქართველო, თბილისი - 19:46 | 13.10.2021
ნანახია: 542

მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, მან სთხოვა ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს, რომ თავის მომხრეებს შერიგებისკენ მოუწოდოს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ჟურნალისტებს ციხის დატოვებს შემდეგ განუცხადა.

"გვქონდა ჩვეულებრივი ადამიანური საუბარი. მე მქონდა მის მიმართ გზავნილი, თქვენც გეხებათ ეს სუყველას. მე მგონია, რომ მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. მე ვთხოვე ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, ვისაც შეიძლება, რომელ ტელევიზიებსაც შეიძლება, რომ მოუწოდოს ყველას, რომ ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი", - განაცხადა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე