საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 22:06 | 09.10.2021
ნანახია: 875

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო B ჯგუფის მორიგ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

ორივე გუნდის ფეხბურთელები შავი სამკლავურებით გავიდნენ მოედანზე - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო.

88-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. ბაკასეტასმა ლორიას გაუტანა და ანგარიში - 0:1 გახდა. მე-5 კომპენსირებულ წუთზე ოთარ კაკაბაძის უხეში შეცდომის შედეგად ანგარიში შეცვლაზე შესულმა პელკასმა 2-მდე გაზარდა.

6 ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდს 1 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და მორიგ მატჩს 12 ოქტომბერს, სტუმრად, კოსოვოსთან გამართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე