კახა კალაძე - 43%, ნიკა მელია - 30%, გიორგი გახარია - 12% - Edison Research-ის კვლევა

საქართველო, თბილისი - 22:34 | 27.09.2021
ნანახია: 377

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა:

    კახა კალაძე - 43%;
    ნიკა მელია - 30%;
    გიორგი გახარია - 12%;
    ანა დოლიძე - 6%;
    ანა ბიბილაშვილი - 3%;
    სხვა - 6%

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე