ნიგერიაში შეიარაღებულ თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 19:34 | 27.09.2021
ნანახია: 370

სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა ნიგერიის ორ სოფელზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. შემთხვევა კადუნის შტატში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია.

კათოლიკე მღვდელმა მაიკლ მაგაჯიმ მედიას უთხრა, რომ თავდამსხმელებმა საცხოვრებელი სახლების უმეტესობა გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე