"დელტა" შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაც აღარ არის უკვე საკმარისი - გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 17:08 | 24.09.2021
ნანახია: 107

"დელტა" შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაც აღარ არის უკვე საკმარისი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, აუცილებელია, აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაციის კამპანია, რათა მოქალაქეები ვაქცინის სარგებლის შესახებ დაარწმუნონ.

"დღეს გყავს მოზრდილი მოსახლეობის 26 პროცენტია აცრილი. წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს 60 პროცენტი, რომ წლევანდელი ახალი წელი იყოს შედარებით ნორმალური მოსახლეობისთვის, მაგრამ 60 პროცენტიც აღარ არის უკვე საკმარისი. "დელტა" შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტი. ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ვაქცინაციის პროცესი", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე