დედაქალაქს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატა

საქართველო, თბილისი - 13:18 | 24.09.2021
ნანახია: 103

დედაქალაქს 23 სექტემბრიდან მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები დაემატა და მოსახლეობას 21 განახლებული მარშრუტი ემსახურება

მარშრუტი N3 ჩანაცვლდა მიკროავტობუსი N403-ით და ვარკეთილის II მიკრორაიონიდან (კორპუსი N25-ის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ გადაადგილდება;

მარშრუტი N106 ჩაანაცვლა მიკროავტობუსმა N406, რომელიც მგზავრებს ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგიდან (N15 კორპუსის მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე ემსახურება;

მარშრუტი N19 ჩანაცვლდა მიკროავტობუსი N407-ით და შოთა ნადირაშვილის ქუჩიდან („დირსი“) მეველეს ქუჩამდე გადაადგილდება;

მარშრუტი N217 ჩანაცვლდა N417-ით და მგზვრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გიორგიწმინდას დასახლებამდე (დ. აღმაშენებლის ქ. N100-ს მიმდებარედ) ემსახურება;

მარშრუტი N18 ჩანაცვლდა მიკროავტობუსით - N418 და გადასასვლელი ხიდიდან მერი შერვაშიძის ქუჩამდე (ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩის გადაკვეთა) გადაადგილდება;

N22 მარშრუტი N422 მიკროავტობუსით ჩანაცვლდა და მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელიდან ნესტან დარეჯანის ქუჩამდე (N40-ს მიმდებარედ) ემსახურება;

მიკროავტობუსმა N435 ჩაანაცვლა N35 ავტობუსი და გადასასვლელი ხიდიდან დავით იოსელიანის ქუჩამდე (კორპუსი N205-ის მიდებარედ) გადაადგილდება;

N151 ჩანაცვლდა მიკროავტობუსი N451-ით, რომლის მარშრუტი არის წრიული და მოძრაობას მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იწყებს;

მარშრუტი N173 ჩანაცვლდა მიკროავტობუსი N473-ით და იონა მეუნარგიას ქუჩიდან (N72-ს მიმდებარედ) გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიამდე მოძრაობს;

მარშრუტი N90 ჩანაცვლდა მიკროავტობუსი N490-ით და მგზავრებს მნათობის ქუჩის N73-დან (ქარხანა „დელტა“) მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდინარე ტერიტორიამდე ემსახურება;

მარშრუტი N93 ჩანაცვლდა მიკროავტობუსით - N493 და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ (ბაზრის მხარე) მარშალ ი. პილსუდსკის გამზირამდე („თბილისი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდება;

მარშრუტი N216 ჩანაცვლდა მიკროავტობუსით - N516 და მოქალაქეებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გუმათჰესის ქუჩამდე (N21ა-ს მოპირდაპირედ) ემსახურება;

მარშრუტი N129 ჩანაცვლდა N529 მიკროავტობუსით და გადაადგილდება ეკა ბეჟანიშვილის ქუჩიდან (N99-ს მიმდებარედ) სადგურის მოედანამდე;

მგზავრებს ახალი მარშრუტი - N427 ემსახურება, რომელიც იოსებ გრიშაშვილის ქუჩიდან (გერცელ ბააზოვის ქუჩის გადაკვეთა) ვახტანგ გორგასალის ქუჩამდე გადაადგილდება;

ახალი მარშრუტი - N468 სადგურის მოედნიდან ნინო ჟვანიას ქუჩამდე (ნიკოლოზ ღოღობერიძის II გასასვლელის გადაკვეთა) ემსახურება მგზავრებს;

ახალი მარშრუტი - N433 გადაადგილდება აკაკი კვანტალიანის ქუჩიდან (N97-ს მიმდებარედ) მეტროსადგურ „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორია);

მარშრუტი - N478 მოძრაობს მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მეველეს ქუჩამდე;

ახალი, N412-ის წრიული მარშრუტი რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ს მიმდებარედ) გადაადგილდება;

მარშრუტის - N409 გზასავალი დაკორექტირდა. მისი მარშრუტიც წრიულია და სოფელ ქვემო ფონიჭალის მცხოვრებლებს ემსახურება.

დაკორექტირდა მარშრუტ N410-ის გზასავალი. მიკროავტობუსი წრიულად, ლევან ღოღობერიძის ქუჩიდან (N67ბ-ს მიმდებარე ტერიტორია) გადაადგილდება;

მარშრუტ N411-ის გზასავალიც დაკორექტირდა. მიკროავტობუსი ევსტათი მცხეთელის ქუჩიდან იწყებს მოძრაობას და მგზავრებს მარნეულის ქუჩამდე (N37-ს მიმდებარედ) გადაიყვანს;

იხილეთ ვრცლად: https://tbilisi.gov.ge/news/12016...




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე