დააკავეს ბარმენი, რომელმაც ტურისტს კაფეში 15 ათასი ლარი მოპარა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 23.09.2021
ნანახია: 180

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, კაფე-ბარებში თანხის გამოძალვის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულია კაფე "სკარპასის" ბარმენი არტუშ სარქისიანი. ის დაწესებულების მეპატრონესთან ერთად ჩინეთის მოქალაქის კუთვნილი ბარათიდან 15 ათას ლარის ქურდობაშია მხილებული.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ედება, რაც ქურდობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ თბილისში ორი ობიექტი - "სკარპსი" და "როიალი" დალუქა და ამასთან, ხელბორკილები დაადო კაფე "სკარპსის" მფლობელს. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულ დაწესებულებებში მომხმარებლებს, ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მენიუში შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ და თაღლითურად ეუფლებოდნენ მოქალაქეებს კუთვნილ ფულს.

გამოძიება თაღლითობის და ქურდობის მუხლებით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე