"ნამახვანჰესი" აღარ აშენდება - ხელშეკრულება შეწყდა

საქართველო, თბილისი - 16:39 | 22.09.2021
ნანახია: 170

Enka Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნამახვანჰესი" აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელმა კომპანიამ ENKA İNŞAAT-მა განაცხადა.

კომპანიის განცხადებით, ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი გახდა.

"Enka Renewables-მა გადაწყვიტა, შეწყვიტოს ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასთან, ნამახვანის კასკადის პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ, საქართველოს 2019 წლის 25 აპრილის კონტრაქტის ხანგრძლივად დარღვევის და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე