რუსეთმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან გააფორმა შეთანხმება ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ

საქართველო, თბილისი - 16:13 | 20.09.2021
ნანახია: 762

რუსეთმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან გააფორმა შეთანხმება ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. შეთანხმების შედეგად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა გამარტივებული წესით მიიღებს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსეთის მოქალაქეობას, ასევე დამატებით სოციალურ გარანტიებს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმებით უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა და რუსეთის პენსიის მიღების შესაძლებლობა მიეცემათ.

აგვისტოს დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა პროექტს საქართველოს ოკუპირებულ ტრიტორიასთან ორმაგი მოქალაქეობისა და გამარტივებული წესით ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე