უკრაინა, ისრაელის მსგავსად, მოქნილ სამხედრო სახელმწიფოდ უნდა გადაიქცეს - დმიტრი კულება

საქართველო, თბილისი - 16:07 | 14.09.2021
ნანახია: 124

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება ამბობს, რომ კიევს დასაველთის დაპირებების აღარ სჯერა.

 „ქვეყანამ მიიღო რამდენიმე მწარე გაკვეთილი იმაზე, რომ დასავლეთის დაპირებები, არ შესრულდება. ჩვენ არ გვჯერა დაპირებების“ , -  განაცხადა კულებამ ბრიტანულ გამოცემა The Independent-თან ინტერვიუში.

ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა, ისრაელის მსგავსად, მოქნილ სამხედრო სახელმწიფოდ უნდა გადაიქცეს. „გარემოებები არჩევანს არ გვიტოვებს. ჯარი, დიპლომატია და უკრაინელი ხალხი - აი, რა გვჭირდება, იმისთვის, რომ გადავრჩეთ“, - განაცხადა კულებამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე