სამი არასრულწლოვანის დაჭრის საქმეზე 14 წლის მოზარდი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:16 | 14.09.2021
ნანახია: 177

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს და დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული ლ.მ. არასრულწლოვნების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, თბილისში დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებულ გ.მ.-ს.

პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე