ბათუმის ბულვარში კაცმა უცხოელი ქალი დანით დაჭრა და თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 13.09.2021
ნანახია: 152

ბათუმის ბულვარში კაცმა ქალი დანით დაჭრა და თვითონ თავი მოიკლა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალი უცხო ქვეყნის, უფრო კონკრეტულად კი ბელარუსის, მოქალაქეა და ის კაცმა დანით დაჭრა, რის შემდეგაც კაცმა ისევ დანით თვიდაზიანება მიიყენა. ინციდენტში მონაწილე პირები წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ.

დაშავებული ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე