მარია ანტუანეტას ბრილიანტის სამაჯურებს Christie's-ის აუქციონზე გაიტანენ

საქართველო, თბილისი - 19:35 | 08.09.2021
ნანახია: 220

საფრანგეთის დედოფლის მარია ანტუანეტას ორი ბრილიანტის სამაჯური, რომლებიც 2-4 მლნ დოლარად არის შეფასებული, ჟენევაში, Christie's-ის აუქციონზე 2021 წლის 9 ნოემბერს გამოიფინება.

აუქციონი სახელწოდებით Magnificent Jewels-ი ჟენევაში Four Seasons-ის სასტუმროში გაიმართება. აუქციონზე ასევე გამოიტანენ Cartier-ის, Boucheron-ის, Van Cleef & Arpels-ის, Bulgari-ს და Chopard-ის სამკაულებსა და ძვირფასეულობებს.

დასავლური მედიის ცნობით, სამაჯურებში მოთავსებული ბრილიანტების წონა 1-დან 4  კარატამდე მერყეობს. აუქციონის სახლის მონაცემებით, ქვების საერთო წონა 140-დან 150-მდე კარატია. თითოეული სამაჯური ბრილიანტებად სამ რიგად არის მორთული.

 

მარია ანტუანეტას ბრილიანტის სამაჯურებს აუქციონზე გაიტანენ

Christie's-ის მონაცემებით, მარია ანტუანეტამ სამაჯურები იუველირ შარლ ოგიუსტ ბოემერს 1776 წელს შეუკვეთა. მარია ანტუანეტა საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკ XVI -ის ცოლი იყო

საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს (1789-1799) ის კონტრრევოლუციური შეთქმულების მონაწილე გახდა და უცხოურ ინტერვეციას მხარი დაუჭირა.

მონარქიის დამხობის შემდეგ, 1792 წელს მარია ანტუანეტა დააპატიმრეს, 1793 წლის 16 ოქტომბერს კი გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე