საქართველოს ბანკის დაფინანსებით შექმნილი სოციალური საწარმოს პროდუქცია ამაზონზე გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 12:38 | 26.08.2021
ნანახია: 828

საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიზნესის, მათ შორის სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერაა.  ბანკი უკვე წლებია აფინანსებს  სოციალურ საწარმოებს. „ბაბალეს წინდა“ კი ერთ-ერთია იმ სოციალურ საწარმოთა შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. დღეს მისი პროდუქციის შეძენა უკვე amazon.uk-ის საშუალებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან არის შესაძლებელი.

„ბაბალეს წინდა“ ქართველი მხატვრების, ეროვნული მემკვიდრეობის და დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ნახატების ინსპირაციით შექმნილ წინდებს აწარმოებს. წინდების გაყიდვებიდან შემოსული თანხა კი სრულად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების განმავითარებელი პროგრამების, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობას  ხმარდება.

პროდუქციის amazon-ზე განთავსება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერითა და კომპანია Beechwood Trading-ის ხელშეწყობით განხორციელდა. 

კომპანიას 11 უნიკალური დიზიანის წინდა აქვს, ხოლო amazon-ისთვის დამატებით  წინდების 5 ახალი დიზაინი შეიმუშავა, მოამზადა პროდუქტის პერსონალური შეფუთვა, სადაც გამოხატულია წინდის ინსპირაციის რეპროდუქცია და მოკლე ისტორია ავტორის შესახებ.

 „ბაბალეს წინდას“ მისი უნიკალური სოციალური მისია გამოარჩევს და მოხარული ვართ, რომ ამის გაზიარებას საწარმო უკვე საერთაშორისო დონეზე, amazon-ის მეშვეობით შეძლებს. გვინდა მივულოცოთ მათ ეს წარმატება. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს სოციალური მიზნებით გამორჩეული საწარმოების მხარდაჭერას, იმისათვის, რომ მეტ ადამიანს, სფეროს თუ ადგილს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა“,- განაცხადა  საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ბაბალეს წინდა“ 2019 წელს შეიქმნა. საქართველოს ბანკმა სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის ფარგლებში  პროექტის განხორციელება 50 000 ლარით დააფინანსა. საწარმოს მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები გახადოს უფრო რეალიზებული, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრება.  ვრცლად, საქართველოს ბანკის სხვა CSR პროექტებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/3mxQeXI

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე