გაორმაგებული ფასდაკლების დღეები თეგეტა მოტორსში
საქართველო, თბილისი - 21:33 | 12.08.2021 ნანახია: 1512
თუ უახლოეს დღეებში თქვენი ავტომობილის გამართვას აპირებთ, თეგეტა მოტორს განსაკუთრებული შემოთავაზება აქვს რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
სტანდარტულ აქციებთან ერთად 13, 14 და 15 აგვისტოს თეგეტას ბარათის მფლობელები გაორმაგებული ფასდაკლებით ისარგებლებთ ბარათის ტიპის მიხედვით. რაც იმას ნიშნავს, რომ აქციის ფარგლებში 20%-მდე ფასდაკლებას სპეციალურად შერჩეულ პროდუქტებზე მიიღებთ.
მაგალითად, თუ კლასიკ ბარათის მფლობელი ხართ 10%-იანი ფასდაკლება გექნებათ, ვერცხლის ბარათის მფლობელებს - 14% და ოქროს ბარათით - 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
თუ თეგეტას ბარათი არ გაქვთ, არც ესაა პრობლემა, ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას შეგიძლიათ გახდეთ მისი მფლობელი და ისარგებლოთ სპეციალური პირობებით იმავე დღეს.
გაორმაგებული ფასდაკლება ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე:
- Champion-ისა და Shell-ის ზეთების სრული ასორტიმენტი;
- პრემიუმ ბრენდის Hengst -ის ფილტრების სრული ასორტიმენტი;
- Bridgestone-ის საბურავების სრული ასორტიმენტი;
- სათადარიგო ნაწილების სრული ასორტიმენტი.
გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ აგვისტოს თვეში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში სერვისზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ასე რომ 13 აგვისტოს პროდუქტებზე გაორმაგებულ ფასდაკლებასთან ერთად, სერვისზე ფასდაკლებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.
15 აგვისტოს ჩათვლით თეგეტა მოტორსის ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისას პრემიუმ ბრენდების Exide-ისა და Fiamm-ის აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზეც შეგიძლიათ 20%-იან ფასდაკლებით ისარგებლოთ.
იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო და თავიდან აიცილოთ რიგში დგომა, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას - დაჯავშნეთ სერვისი „თეგეტაში“ ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგში დგომის გარეშე. რეზერვაციის პროცედურა ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში შეძლებთ, ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს, სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ (reservation.tegetamotors.ge), ასევე „თეგეტას“ ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44.
თუ სერვისის მისაღებად თავისუფალი დროის გამონახვა გაგიჭირდებათ, „თეგეტა მოტორსს“ სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მომსახურება „კომფორტი“, რაც იმას გულისხმობს, რომ თქვენს ავტომობილს თეგეტას პროფესიონალი პერსონალი თვითონ წაიყვანს, შეამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სერვისს ჩაუტარებს და თქვენთვის კომფორტულ დროს, თქვენთვის მისაღებ ადგილზე დაგიბრუნებთ.
კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე (032) 226 44 44 სადაც თეგეტას კვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან დისტანციურიად შეარჩიოთ და შეიძინოთ პროდუქცია ერთი ზარის განხორციელებით. თანხის გადახდას ონლაინ პორტალის საშუალებით შეძლებთ და სურვილის შემთხვევაში მაშინვე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ფილიალში სერვისის დაჯავშნა ან თეგეტას პერსონალური მენეჯერის გამოძახება.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი დისტანციური სერვისის გამოყენებისასაც ისარგებლებთ აქციის პირობებით.
„თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან მოღვაწეობს და ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ა.შ.
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















