ყირგიზეთ - ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა იყო

საქართველო, თბილისი - 15:23 | 24.07.2021
ნანახია: 457

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა იყო. ყირგიზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით, 24 ივლისს, ბატკენის რაიონში, ტაჯიკეთის სასაზღვრო რეგიონის მცხოვრებლებმა ყირგიზული მხარის თანხმობის გარეშე ერთ-ერთ ტერიტორიაზე დაიწყეს ქვიშისგან გაწმენდითი სამუშაოები.

პრესცენტრის ინფორმაციით,  ყირგიზული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, ტაჯიკურმა მხარემ მიმდინარე სამუშაოები არ შეაჩერა. მხარეთა შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც ჩხუბსა და ქვების სროლაში გადაიზარდა.

ყირგიზული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ყირგიზეთის მიმართულებით სროლაც დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად საზღვარზე არსებული სიტუაცია სტაბილურია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე