ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო

საქართველო, თბილისი - 10:17 | 24.07.2021
ნანახია: 202

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/32-ფინალში ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას აჯობა. ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში სძლია - 6:3, 6:2.

მან მეტოქის გეიმი ორჯერ მოიგო და სეტი გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა - 6:3.

ბასილაშვილმა მეორე სეტში ესპანელის პირველივე მოწოდება მოიგო. მან 4:2-ზე ბაენას კიდევ ერთხელ აჯობა და შეხვედრა საბოლოო გამარჯებამდე მიიყვანა.

ქართველი ჩოგბურთელი 1/16-ფინალში იაპონელი ტარო დანიელისა და იტალიელი ლორენცო სონეგოს წყვილში საუკეთესოს გაეჯიბრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე