ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის ბრძოლას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 10:03 | 24.07.2021
ნანახია: 566

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ქართველებიდან პირველი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) ჩაერთო.

28 წლის ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მეტოქედ აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვი შეხვდა, რომელსაც ძალიან დამაჯერებლად მოუგო.

პირველი გამარჯვების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი იაპონელ, სამგზის მსოფლიო ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს შეხვდა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო დამატებით დროში დამარცხდა. ლუხუმმა მესამე გაფრთხილება დამატებითი დროის 3:37-ე წუთზე მიიღო.

ლუხუმი ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან განაგრძობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე