ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 23.07.2021
ნანახია: 357

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში თბილისის დროით 15:00 საათზე, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია დაიწყო.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ორი მედროშე ეყოლება - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით წარდგება სპორტის 11 სახეობაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე