ეკვადორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამბოხს 22 პატიმარი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 23.07.2021
ნანახია: 550

ეკვადორის ორ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ამბოხს 22 პატიმარი ემსხვერპლა.

ხელისუფლების განცხადებით, ამბოხი გუაიკილისა და ლატაკუნგის ციხეებში მოხდა. იყო გაქცევის მცდლობაც. დაკავებულია 45 პატიმარი.

 არეულობების შედეგად დაშავდა  რამდენიმე სამართალდამცველი და 57 მსჯავრდებული. ორივე პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. მობილიზებული არიან სამხედროები, რომლებიც ციხის მიმდებარე პერიმეტრს აკონტროლებენ.

ეკვადორის ციხეებში მსგავსი არეულობები ხშირად ხდება. თებერვალში პენიტენციურ დაწესებულებებში შეტაკებებს 80 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში ციხეები გადატვირთულია. ეკვადორს დაახლოებით 38 000-მდე პატიმარი ჰყავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე