ევროკავშირში მოსახლეობის 55 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია

საქართველო, თბილისი - 18:20 | 22.07.2021
ნანახია: 703

ევროკავშირში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 200 მლნ ადამიანია აცრილი, რაც მოზდილი მოსახლეობის თითქმის 55 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა სპინატმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეისათვის ევროკავშირში სრულად აცრილია 200 მლნ ადამიანი, ანუ 54,7 პროცენტი. სულ მცირე ერთი დოზა გაიკეთა მოზრდილი მოსახლეობის 68,4 პროცენტმა“, - განაცხადა მან. მისი თქმით ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა აუცილებელია, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ვაქცინაცია ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე თანაბრად ჩატარდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუმინეთში, ბულგარეთსა და ხორვატიაში ვაქცინაცია გაცილებით ნელი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში.

ევროკავშირის მიზანია ივლისის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის 70 პროცენტი სრულად აცრას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე