მოგზაური აზიური სპილოები მსოფლიო ვარსკვლავები გახდნენ | ფოტო

საქართველო, თბილისი - 14:20 | 09.06.2021
ნანახია: 1057

მსოფლიო მედია უკვე დიდი ხანია აკვირდება სპილოების ჯოგის 500-კილომეტრიან მოგზაურობას იუნანის პორვინციის ველური ბუნების ნაკრძალიდან, კუნმინის პროვინციის დედაქალაქის მისადგომებამდე.

სოციალური ქსელები აჭრელებულია სპილოების მოგზაურობის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ვიდეომ, სადაც ორი სპლიყვი თხრილში ჩავარდა და მათ ამოსვლაში ჯოგის უფროსი წევრები დაეხმარნენ.

მძინარე სპილოების ფოტოებმა კი ერთ დღეში 200 მილიონი ნახვა დააგროვა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის ჯოგი შედგება ექვსი მდედრი და სამი მამრი მოზრდილი სპილოსგან, ასევე სამი მოზარდი სპილოსა და სამი სპლიყვისგან.

თუ რამ აიძულა სპილოები, დაეწყოთ მოგზაურობა, გამოცანად რჩება, რადგან აზიური სპილოები თავიანთი მშობლიური ადგილების ერთგულნი არიან. ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ინფორმაციით, სპილოებმა მშობლიური კუთხე, შესაძლოა, დატოვონ მხოლოდ შიმშილობის ან გარემოს განადგურების საფრთხის შემთხვევაში.

აზიური სპილო კონტინენტის უდიდესი ხმელეთის ცხოველია. მისი რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ველურ ბუნებაში 50 ათასზე ნაკლები სახეობაა დარჩენილი.

Image

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე