გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 19.05.2021
ნანახია: 1182

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა.
ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ. ტრაგედია, რომელსაც თვითმხილველები ჰყავს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა.

30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, რაშიდ კანჯი-ოღლს დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. მკვლელი ამ დრომდე დაუსჯელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე