საქართველო უკვე უნდა იყოს ნატო-ს წევრი - ბენ ჰოჯესი

საქართველო, თბილისი - 21:12 | 08.04.2021
ნანახია: 591

საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველო ახლა ნატო-ში უნდა იყოს. საქართველო უკვე უნდა იყოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ არ გვჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმაც კი, რადგან საქართველოს შემთხვევაში გაცილებით წინ ვიმყოფებით. მე მხარს ვუჭერ საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებლივ მიპატიჟებას. უკრაინის შემთხვევაში ეს პროცესი ცოტა უფრო ხანგრძლივი იქნება. დასავლეთმა უნდა გაარკვიოს, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვაში", - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე