მიშას რატომ იცავო? მეკითხება სალომე სამადაშვილი, რომელმაც საკუთარ ამომრჩეველს ბრბო უწოდა, „სუნიანი, დაუბანელი ხალხის გვერდით რა მინდაო“ - თაკო ჩარკვიანი
საქართველო, თბილისი - 20:19 | 08.04.2021 ნანახია: 909
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის შესახებ წერს.
„ენმ-ის ოცეულის წევრი სალომე სამადაშვილი მეკითხება (მეკითხება მე, რომელიც ოპოზიციაში ვიყავი იმ 9 წლის მანძილზე), – „მიშას რატომ იცავთ, ქ.ნო თაკო??? “ამას მეკითხება ის პოლიტიკოსი, იმ „9 წლის“ მანძილზე რომ თბილად იყო გასუსული, „ამ ცხრა წლის“ მანძილზე რომ საკანონმდებლო ორგანოში იყო ასევე თბილად და ენმ-ის ამომრჩეველს, ანუ საკუთარ ამომრჩეველს რომ ბრბო უწოდა, („სუნიანი, დაუბანელი ხალხის გვერდით რა მინდაო“ – ვციტირებ) სიაში გუბაზ სანიკიძის გვერდით რა მინდაო და უშვერი სიტყვებით ლანძღავს საკუთარ ლიდერს, სააკაშვილს. აი, ეს ქალი მეტყველებდა გუშინ ტვ-ს შესასვლელ კიბეებზე მრავალი ადამიანის თანდასწრებით უწმაწური, უშვერი სიტყვებით, აი, ზუსტად ისეთი სიტყვებით „მეტყველებდა“, უწმაწურად, უზრდელად, როგორც „ქუჩის სალდაფონი“, როგორც იმ „ჩანაწერში“ მეტყველებს, ზუსტად ისე და ეს ქალი იყო წლების მანძილზე ელჩი, ანუ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდა (ჩაწერეს, გადაიღეს კიდეც მისი გუშინდელი „გამოხდომა“ მეტყველება, ლექსიკა ტელეფონით გადაიღეს – ჩემს გვერდით მყოფმა ადამიანმა ). გახსოვთ, “სიაში ვიღაც ბანძებთან რა მინდაო“ თქვა, მაგრამ მერე რომ შეიყვანეს, ოცეულში შევიდა. მართლა რანაირად მოახერხა იმ სააკაშვილმა, რაც მოახერხა – სახელმწიფო ინსტიტუტების შენებას ვგულისხმობ, აბა, შეცდომები როგორ არ ექნებოდა, თუნდაც ეს „ქალი“, რომ ელჩად ჰყავდა, შეცდომა იყო, აბა რა, „ამათ“ ხელში კიდევ კარგად ყოფილა, ალბათ სპეციალურადაც უწყობდნენ ჯინაზე, რა ვიცი ასე ჩანს – ლეგიტიმური უფლება მაქვს, ასე ვიფიქრო. ღმერთო, რას გთხოვ ასეთს?! გონი და ჯანი მიეცი ქართველს, ნიჭი და სილამაზე არ აკლია და ეს მოჯადოებული პოლიტიკური წრე, ამ თაღლითი პოლიტიკოსებით გამოტენილი გაარღვევინე ამ ჩემს ქვეყანას და დედას გეფიცები, „პარლამენტში რატომ არ შედიხარო, რომ „მეჩხუბებიან“, როცა რეფორმებს გავაკეთებთ და ჯანმრთელ არჩევნებს დავნიშნავთ „ე“ მაშინ, უეჭველად შევალ პარლამენტში და მართლა“ პოლიტიკანების და თაღლითი პოლიტ-დედაკაცების გვერდით ვინც დაჯდეს, კისილიოვის, პოზნერის და სალავიოვის-პუტინის პროპაგანისტების „მსხვერპლშეწირვის“ მსხვერპლობა არ ააცდინო ღმერთო, ჯერჯეობით ასეა ჩემი ქვეყანა:„სალამი შენ, სალამი მას, სალომე შენ, სალომე სხვას, სალომე იქ, სალომე აქ და ხალხს?! ხალხს არაფერი!!!!! ხალხს „იმედი“, „ოცნება“, „უცნობი“ და „ნაცნობი“ თაღლითები! ცუდი ამბებია საყველიეში, დათა!!!"- წერს ჩარკვიანი.
პოლიტიკა
- რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს საკითხზე, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას შეეხებოდა - საგარეო
- ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს საჯარო სამსახურში ვიყავით, კარგად გვახსოვს როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად „ნახირივით“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა - მაია ბითაძე
- თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს
- სხვას როგორ ეძახით „ნაცებს“, როცა „ნაცმოძრაობაში“ აღარ არის დარჩენილი იმდენი ყოფილი „ნაცი“, რამდენიც დღევანდელ „ოცნებაშია“, “ნაცებს” თქვენ კი არა, ჩვენ ვებრძვით, თქვენ„ნაცებს“ იყენებთ და როცა გჭირდებათ აცოცხლებთ - გიორგი შარაშიძე
მსოფლიო
- ჩვენ უდიდეს რუსულ ნავთობკომპანიებს დავარტყით, დასასანქცირებელი თითქმის არაფერი დარჩა - მარკო რუბიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება - ატვოინდუსტრიაში პირველად, „თეგეტა მოტორსმა“ სასწავლო საწარმოს სტატუსი მიიღო
- მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის - შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















