მერკელმა პუტინს უკრაინის საზღვრებთან ჯარების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 20:01 | 08.04.2021
ნანახია: 146

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს რუსეთის სამხედრო ყოფნა უკრაინის საზღვრებიდ მიმდებარედ, დონბასში შექმნილი ვითარება, სირიაში მიმდინარე კონფლიქტი და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კოლონიაში ყოფნისას გაუარესდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ანგელა მერკელმა პუტინთან საუბრისას მოითხოვა რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შემცირება ვითარების დეესკალაციისთვის.

მერკელისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ინფორმაცია გაავრცელა კრემლის პრესსამსახურმა. კრემლის ინფორმაციით, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა კიევი დონბასში პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე