პროკურატურამ თურქულენოვანი თარჯიმანი მოიყვანა, რის გამოც აფგან მუხთარლის გამოკითხვა ვერ შედგა
საქართველო, თბილისი - 18:06 | 08.04.2021 ნანახია: 126
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, საქართველოს პროკურატურაში თურქულენოვანი თარჯიმანი დაახვედრეს.
როგორც თავად მუხთარლიმ განაცხადა, ენობრივი ბარიერის გამო გამოკითხვა ვერ შედგა.
„კითხვები არ ყოფილა, თარჯიმანი არ იყო, რომ აზერბაიჯანულიდან ქართულად ეთარგმნა. ჯერ იყო თარჯიმანი თურქულიდან, მასზე უარი ვთქვი. 1.5 საათში მეორე თარჯიმანი მოვიდა - აზერბაიჯანული არც მან იცოდა. 4 საათს ტყუილად ვიჯექი. თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან. ვფიქრობ, აზერბაიჯანულიდან ქართულად ბევრი თარჯიმანი უნდა იყოს", - ამბობს მუხთარლი.
ადვოკატის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმის გამოძიების ფარგლებში, სავარაუდოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდება.
როგორც არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ყველანაირ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღებენ მონაწილეობას.
„თუ იქნება აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, მზად ვართ, კვლავ გამოვცხადდეთ დილიდანვე და მონაწილეობა მივიღოთ გამოკითხვაში და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რომელსაც აპირებს საგამოძიებო: საგამოძიებო ექსპერიმენტში თუ რაიმე ნიმუშის აღებაში, იქნება ეს დნმ თუ სხვა", - ამბობს ჩოფიკაშვილი.
აფგან მუხთარლი თბილისში, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანმა მას ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ვალუტის კონტრაბანდა წაუყენა.
საზოგადოება
- ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა
- დიდ დიღომში აივნის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- გამოდის და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 11 წლის წინ. ატყდა ერთი ამბავი, პოლიტიკოსები და ტელევიზიები არ ძალადობთ ჩვენზე? - მეუფე იაკობი
- ვირუსის გავრცელების პიკში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში შევალთ - ამირან გამყრელიძე
კულტურა
- „ჰარი პოტერისა“ და „ალესილი კეპების“ მსახიობი ჰელენ მაკრორი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა
- რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა
- გელათის ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია - კულტურის სამინისტრო
- 2021 წლის ოსკარის ნომინანტები დასახელდა
კონფლიქტები
- გოგონა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოა", აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა
- ხურვალეთში პოლიციამ ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა
- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- ოკუპენტების მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
მედიცინა
- ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
- Pfizer-მა და BioNTech-მა ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დამტკიცების თხოვნით
- მესამე ტალღას არ გამოვრიცხავთ - ეკატერინე ტიკარაძე
- Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა - წინასწარი მონაცემები