ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 18:00 | 08.04.2021
ნანახია: 123

8 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4260 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4134 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.26 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.0646 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0585 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.61 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4196 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.7108 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 აპრილიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე