კორონავირუსი ირაკლი ზარქუასაც დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 14:17 | 08.04.2021
ნანახია: 103

კორონავირუსი კიდევ ერთ დეპუტატს დაუდასტურდა. COVID-19-ით ინფიცირებულია ირაკლი ზარქუა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"მეგობრებო, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, რომ ყველა რეგულაცია დამეცვა ზედმიწევნით, სამწუხაროდ მაინც დამიდასტურდა ეს ვერაგი ინფექცია არც სიცხე მაქვს, არც სხვა სიმპტომები ამ ეტაპზე თუმცა პსრ- ტესტმა დადებითი აჩვენა დღეს.. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას,"- წერს ირაკლი ზარქუა ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, კორონავირუსი დაუდასტურდათ ოცნების დეპუტატებს მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანსა და მაია მენაღარიშვილს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე