ეს შემაშფოთებელია - იან კელი პოზნერის ვიზიტზე

საქართველო, თბილისი - 00:48 | 01.04.2021
ნანახია: 1194

"ეს შემაშფოთებელია" - ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი რუსი ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს. ამის შესახებ კელი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში რუსეთიდან ჩარტერული რეისით, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტი, კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი ჩამოფრინდა. პოზნერს ხვალ დაბადების დღე აქვს და იუბილეს საქართველოს დედაქალაქში აღნიშნავს.

"მესამე წელია, დაბადების დღეს თბილისში აღვნიშნავ. ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ დაბადების დღის აღსანიშნავად", - თქვა პოზნერმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერის ეკუთვნის ფაზა, რომ "აფხაზეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".

სამოქალაქო ატივისტებმა პოზნერის ვიზიტი გააპროტესტეს და სასტუმრო" სტამბასთან", სადაც პოზნერი განთავსდა, აქცია დაგეგმეს. სტამბიდან აქტივისტებმა სასტუმრო "ვინოტელთან" გადაინაცვლეს, სადაც პოზნერი და მისმა მეგობრები სავახშმოდ გაემგზავრნენ.

აქტივისტები ამბობდნენ, რომ პოზნერმა საქართველოში მოქმედი გადაადგილების შეზღუდვის რეგულაციები დაარღვიეს და პოლიციას შესაბამისი ქმედებისკენ მოუწოდებენენ. მათივე თქმით, ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ „აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარასოდეს იქნება“, არ აქვს უფლება საქართველოში შემოდიოდეს.

მოგვიანებით აქტივისტებმა სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს. ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერს არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას.

აქტივისტების პროტესტის შემდეგ შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი", სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, 10 000 ლარით დააჯარიმა.

"შრომის ინსპექციამ გამოავლინა 322-ე დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება. გამოიკვეთა სამართალდამრღვევი იურიდიული პირი და ობიექტის მიმართ გამოყენებულ იქნება შესაბამისი სანქცია, 10 000 ლარის ოდენობით”, - განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

პოზნერის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ელენე ხოშტარიამ გაავრცელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე